კატლონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი მიიჩნევს, რომ სეზონის არგანახლების შემთხვევაში, მისი გუნდისთვის ტიტულის გადაცემა ლოგიკური იქნება. თუმცა, თავად ესპანელს ასეთი ჩემპიონობა არ გაახარებს და არ სურს.
„თუ თამაშს არ დავუბრუნდებით, ყველაზე ლოგიკურია, რომ ტიტული „ბარსელონამ“ მიიღოს, მაგრამ მე არ მინდა ასეთი ტიტულის მიღება და არ ვიზეიმებ.
ჩემპიონთა ლიგა? სულ 8 გუნდია, რომელსაც ტიტულის მოგება შეუძლია, ახლა ამ სიას „ლივერპული“ გამოაკლდა. მესის უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება კარგი თამაშით.
ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია და ყველას სურს საუკეთესოების გაწვრთნა, მაგრამ ვიცით, რომ მისი ყიდვა ძვირი ჯდება. ლაუტარო? მომავალზე არ ვფიქრობ. ორივე ფეხბურთელის ყიდვა მინდა, რადგან ორივე შესანიშნავი ფეხბურთელია.
ბართომეუს მჯერა, ვფიქრობ, რომ კლუბში დარჩება და ისაუბრებს, როგორც ჩემთან, ისე ფეხბურთელებთან“, - განაცხადა სეტიენმა.