ფეხბურთი

15:13 | 17.04.2020 | ნანახია 0 - ჯერ

მატერაცი: "ზიდანს ფრანგები იცავდნენ, მე კი იტალიელებიც მაგინებდნენ"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ 2006 წლის მუნდიალის ფინალში ზინედინ ზიდანთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. მატერაცი მიიჩნევს, იტალიელები იმ მიწას უნდა კოცნიდნენ, სადაც თვითონ გაუვლია.

„ზიდანს ფრანგები იცავდნენ, რადგან საფრანგეთის შვილი იყო, მე კი ჩემი თანამემამულეები მაკრიტიკებდნენ, თუმცა ჩემთვის ისინი იტალიელები არ არიან. მე პატრიოტი ვარ და ყოველთვის დავიცავ იტალიის ფერებს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მიღებული კრიტიკა მეწყინა. ეს ადამიანები იმავე მიწას უნდა კოცნიდნენ, რადგან ფინალში გოლი გავიტანე“, - თქვა მატერაციმ.

შეგახსენებთ, რომ მატერაციმ საფრანგეთთა ფინალში გოლი გაიტანა, შემდეგ ზიდანის წითელი ბარათი განაპირობა და ბოლოს პენალტების სერიაშიც შეძლო თავის გამოჩენა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:42 | 21.04.2016
პანტელეიმონი (4347)

ლაშა, ოლიმპიური ოქროს ველოდებით შენგან.

18:45 | 20.04.2016
miriani (2665)

მე ძმაო ტალახაძისგან ოლიმპიურ ოქროს ველოდები ოლიმპიური რეკორდით!!!
ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს და ტრავმები აცილოს.
წარმატებები ლაშას

23:31 | 19.04.2016
davit-tg (768)

მადლობაააააა!მაგრები ხართ.კალათბურთი,რაგბი,ძიუდო და ეხლა ძალოსნობა.ამ სახეობის მამები არიან ნამდვილი პროფესიონალები და საამაყო ერისშვილება.წარმატება ქართულ სპორტს

15:41 | 19.04.2016
BEERTRANCE (97819)

ოლიმპიადაზეც გაგვეხაროს მათი წარმატების

0.065683