ახლა ძიუდოს და ზოგადად სპორტის კი არა, საერთოდ არაფრის დრო არაა, გარდა იმაზე ფიქრისა, ხვალინდელ დილას რამდენით ნაკლები ადამიანით შევხვდებით...
ცოტა ხნის წინ, საქართველოსა და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ძიუდოისტების - ვარლამ ლიპარტელიანისა და გურამ თუშიშვილის კომენტარებს ვუსმინე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეხმარებიან ერთ-ერთ ეკლესიაში 2000-ადგილიანი სივრცის მოწყობას, რათა სააღდგომო ლიტურგიას უფრო მომზადებული შეხვდნენ.
ნესბისმიერ სხვა სიტუაციაში, ძნელად გამოინახებოდა ადამიანი, რომელიც ამ დახმარების წინააღმდეგ რამეს იტყოდა (არ აქვს მნიშვნელობა, მართლმადიდებლურ ეკლესიას ეხმარები თუ სხვა კონფესიის მიმდევრებს), მაგრამ დღეს ხომ სტანდარტული, ჩვეულებრივი სიტუაცია არაა?
მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი იღუპება და ეს, უპირველესად, გაუფრთხილებლობის გამო!
და ამ დროს რას აკეთებენ ზემოხსენებული ჩვენი სასიქადულო სპორტსმენები - მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი, ყოვლად გაუგებარი სიგიჟის, ადამიანების სიცოცხლისადმი მიმართ გამოჩენილი აბსოლუტური გულგრილობის პასუხად საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის ნაცვლად, პირიქით, განსაცდელისკენ ერეკებიან ხალხს! დიახ, თქვენც, ამ თქვენი კომენტარებით, განსაცდელისკენ ერეკებით ხალხს, რადგან ამ ხალხს თქვენ უყვარხართ, პატივს გცემენ და მითუმეტეს, როცა იციან, რომ მორმწმუნე ადამიანები ბრძანდებით, ფიქრობენ - თუ ესეც ამ ამბავშია, ე. ი. ასეც ყოფილა...
მაინც მგონია (შეიძლება, უბრალოდ მინდა, რომ ასე მჯეროდეს), რომ ლიპარტელიანის და თუშიშვილის მსგავსად, ბევრ ადამიანს (სპორტსმენს, ხელოვანს, პოლიტიკოსს, ექიმსაც კი) უბრალოდ არ ესმის, რას აკეთებს და რამხელა ბოროტებას ემსახურება ასეთი გადაწყვეტილებით. მაგრამ ახლა არც იმის დრო გვაქვს, ვარკვიოთ, ვის რა ესმის და რა - არა...
ამიტომ, უბრალოდ გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, როგორც ვარჯიშის დროს გეუბნებიან, ერთი კარგად ამოისუნთქეთ და ოდნავ მაინც დაფიქრდით - ამ კონკრეტულ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში, ვის და რას ემსახურებით!!!
...ეს კორონა რომ გადაივლის, სამშობლოსა და ქართველი ხალხის წინაშე თქვენს დამსახურებებზე მერე ვისაუბროთ...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს არის ჩვეულებრივი ზიზღით დაწერილი სტატია. ეკლესიის და მორწმუნეთა შეურაცხყმყოფელი. საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ავტორმა ან სასტოკი საყვედური უმეცრებისთვის და არაპროფესიონალიზმისთვის პირად საქმეში
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
დათო ბაკურაძე
შენ როცა ამ სტატიას წერდი თუ დაფიქრდი რას და ვის ემსასხურებოდი?
და სანამ არ გამოისხამს ეკლებს ია,
მანამ ვერვინ დაამარცხებს ეკლესიას!
ლიპო, გურამ თქვენ გენაცვალეთ ბოლომდე ვაჟკაცებო!
ჩემი სიტყვები რომ მაინცდამაინც ეკლესიაზე აქვთ გართულება თორემ სხვა რამე რომ იყოს ხმას არ ამოიღებდნენ თქო, რა მალე ახდა, 1 კვირაც კი არაა აღდგომიდან გასული და მარნეულში მიტინგი მოეწყო, ვინმემ დაგმო ეს თავშეყრა? !!!
საერთოდ არავინ 
ლუკა08
ტონის შერჩევაზე რომ საუბრობ, ეგ პირველ რიგში შენს კომენტარში უნდა გაგეთვალისწინებინა.
ეკლესიისგან განსხვავებით, მარკეტებში აბსოლუტურად ყველანი დავდივართ. მათ შორის შენც და ეგ მუცლის მონობა არაა, ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. სახლში ლოცვა ყველას შეუძლია, მაგრამ სახლში საჭმელი თავისი ფეხით არ მოვა.
ისე, რომ ჩარაზონ მაღაზიებიც და ეკლესიებიც, მარაგგამოლეულ და მოშიებულ მრევლს ის მაკარონი უფრო გაახსენდება თუ ლოცვა, ეგეც საკითხავია ))) ძალიან "ნეტარებად" რომ მოაქვთ თავი
დღეს გვაქვს საგანგებო მდგომარეობა და ამ მდგომარეობას ყველამ უნდა სცეს პატივი. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები კი არ უნდა მართონ მღვდლებმა, საქართველოში არსებული სხვა კონფესიებივით უნდა მოიქცნენ და მლოცველებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდონ.
რა გგონია ევროპაში დიდი სივრცეები არ აქვთ და უსაფრთხო სივრცეებს ვერ მოაწყობდნენ რიტუალებისთვის ? იგივე მართლმადიდებლურ საბერძნეთს და რუსეთს რამხელა ტაძრები აქვთ იცი ? მაგრამ სახელმწიფო გადაწყვეტილებას დაემორჩილნენ.
ჰოდა მანდაა პასუხიც. ვის ემსახურებიან თუშიშვილი და ლიპარტელიანი და კანონის ურჩ, ბლატნოი წვეროსნებს ემსახურებიან !!!
რაც შეეხება ასაკს. რა შუაში იყო არ ვიცი, მაგრამ 43-ის ვარ და არ მგონია შენ 86 წლის იყო )))
თან ასაკით მეტობა ზოგადად ჭკუით მეტობას სულაც არ ნიშნავს. ხანდახან დაჟე პირიქითაცაა.
43 წელი არ გეტყობა და იცოცხლე კიდე 100 წელს ! ეხლა , დავიჯერო შენი მისათითებელი მაქვს , რა გავითვასლისწინო ? რომ არაფერს ვითვალისწინებდე , 55 წლის ასაკში მთლად მრთელი არ ვიქნებოდი , არ მიცხოვრია ლაით საზოგადოებაში. ერთხელ მოგწერე , რომ თუ აღქმაში პრობლემა გაქვს , არ ვიცი და რა კატეგორიაზე , რას ვწერ , რთული გასაგებია ?> რა მერე , რომ ყველა დავდივართ მარკეტში , ყველა ყირაზე გადავდივართ და ზედახორას ვაწყობთ ? მუცლის მინაა ზუსტად , მეტი რომ არაფერი ვთქვა , ვინც იქ ყველაფერს ივიწყებს , საჭმელის გამო . მე პირადად ( მიუხედად იმისა , რომ ვერ ვარ ეკლესიური) , იმდენ ხანს გავძლებ უჭმელი , რამდენსაც ჩემი ასაკის და ჟანმრთელობის ადამიანი . რწმენის გარეშე კი ღმერთმა არ ქნას , რომ თუნდაც 1 საათი ვიყო . მიდი ერთი ეკლესიაში და კითხე იქ შეკრებილ მრევლს , მაკარონი ურჩევნიათ თუ ღმერთის რწმენა , აქ რომ სვამ შეკითხვებს ირონიულად და იქ გაქცემენ პასუხს )) ეხლა , საბერძნეთის და რუსეთის საპატრიარქო რას გადაწყვეტს , ეს მათი საქმეა . ავტოკეფალიური საკითხები დარწმუნებული ვარ რომ იცი თეორიულად . საქართველოს საპატრიარქო და სინოდი რას გადაწყვეტს , ეს საქართველოს საპატრიარქოს ავტოკეფალიური უფლებაა . ისე , გასაკვირი კია : რუსეთის პატრიარქს მუდამ ბიზნესმენად და გრუ-ს აგენტადს თვლით და რაღა ეხლა გახდა სამაგალითო ? )) მე მგონია , რომ ევროპაში სივრცეები არა აქვთ თურმე . სივრცე კი აქვთ , მაგრამ ეხლა შენ რომ გკითხო მართლმადიდებლობა , პროტესტანტობა , კათოლიკეობა , ლუთერანულობა და ა.შ. ერთი და იგივეაო მგონი ფიქრობ და , რაღაზე უნდა გელაპარაკო ამ თემაზე ? ისე , არ გაინტერესებს თუშიშვილს და ლიპარტელიანს რო კითხო , ესეთი ,,ჩარჩენილები " არიან , ,,ურწმუნოები " , ან ვიღაცის ხელის ბიჭები ,რომ ასე უაზროდ ემსახურებიან ვინმეს ? ეხლა , მინდა მოგილოცო , რომ ქრისტე აღსდგა , მრავალს დაესწარი და გისურვებ , უფალს ეჩვენებინოს მისკენ სავალი გზები ! არაფერი ცუდი არ გავრცელდება ქრისტეს სახლიდან , რწმენისაგან არ იქნების ბოროტი ! უღმერთობა და ურწმუნოება დაღუპავს ყველას და ყველაფერს და არა რწმენა და ღმრთის სახლი ! არ ინერვიულო , ყველაფერი კარგად იქნება უფლის წყალობით .
რას წერთ ხართ აზრზე საერთოდ ? მარკეტის რიგის მოწესრიგებაში რომ მოხალისეები მონაწილეობენ , იმათზე რას იტყვით ? ხალხი მრევლისათვის რეგულაციებით განსაზღვრული სივრცის მოწყობაში ეკლესიას ეხმარებიან და ლანძღავთ ? ის ჯობია , რომ მრევლი მოუწყობელ სივრცეში მივიდეს ? თქვენ რწმენა და აღდგომა რომელიმე პარტიის მხარდაჭერა და ბოჩელის ბათუმში ჩამოსვლა ხომ არ გგონიათ ? რას ქვია ,,ვის და რას ემსახურებითო " რომ წერთ ? ენა ჩაიგდეთ ერთ ადგილას და ზღვარს ნუ გადადიხართ მართლა . არ გწამთ და არ გჯერათ ? - ეგდეთ როგორც გინდათ და ეკლესიას ნუ ლანძღავთ თქვე მანქურთებო . ვის ადარებთ , იაპონელ ძიუდოისტებს თუ ჩინელებს , ან ეგეთებს ? ბუდისტებს და ძროხის და ბაყაყის გამაღმერთებელ რწმენით მწვალებლებს ? მართლმადიდებლობასთან ფრთხილად და პატივისცემით , სანამ ყელში არ ამოგვსვლია !!! დაგაძალათ ვინმემ ან ეკლესიაში მისვლა , ან ზიარება , ან მსგავსი ? უყურებთ მრევლის ქცევას ლიტურგიისას ტაძრებში და მერე ნებისმიერ მარკეტში . ,,ბიჭები გვიყვარს თურმე და ისინი რას აკეთებენ"- არ იმსახურებენ სიყვარულს ? გაეთრიეთ , იჭიდავეთ , წააქციეთ და თქვენ მოიპოვეთ ეგ სიყვარული თუ შეგიძლიათ. ყველამ თავის საეჭვო ყოფაქცევის მამიდას მოუაროს. მაკარონისათვის ზედახორას აწYობთ და საეკლესიო ლიტურგიას უფრთხით და ილანძღებით თქვე მუცლის მონებო . მადლობა ყველას , ვინც ადექვატური კომენტარი დადეთ აქ !
ეკლესიაზე არიან გადაფსიხებული, და იმიტომ იხევიან ჭიპზე
თორემ სხვა რამე რომ ყოფილიყო ეკლესიის ადგილას ამ ვითარებაში, ამის ნახევარ აჟიოტაჟს არ ატეხავდნენ. ბიჭები რეკომენდაციით გათვალისწინებულ ზომებს იღებდნენ რათა ისევ და ისევ უსაფრთხოება ყოფილიყო გათვალისწინებული, და მაინც არ მოეწონათ! იქეთ მთავრობაზე დაიბოღმნენ, როგორ თუ ეკლესიას ხელფეხი არ შეუკრაო! არადა ეკლესია და სახელმწიფო კონსტიტუციით არიან ერთმანეთისგან გამიჯნული და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაერევა სახელმწიფო ეკლესიის საქმეში!
გიშველოს ღმერთმა , მანდ ვარ მეც .მით უმეტეს , შეთანხმდა მთავრობა და ეკლესია . რომელი სამთავრობო აკრძალვა გააპროტესტა ეკლესიამ ? პირიქით , დაიცავით მითითებებიო , ამას გაიძახოდა სულ . ვგულისხმობ საპატრიარქოს ოფიციალურ მოწოდებებს . ეკლესიის კარს ვერ დავკეტავო , ზიარების წესს ვერ შევცვლიო და ვინც ეკლესიურია , ეს მისთვის გასაგები უნდა იყოს . ეკლესიის კარის დაკეტვა რომ ზოგს სამზარეულოს კარის ჩარაზვის ტოლფასი ჰგონია , მისი პრობლემაა ეს . სასაფლაოზე გასვლა -არ გასვლა სხვა საკითხია . ნამდვილად არაა აუცილებელი იქ ზედახორა და აუცილებლად ღდგომას , ან მეორე დღეს გასვლა. მიცვალებულთა მოსახსენიებელი უამრავი დღეა წლის განმავლობაში , და მაშინ შეიძლება მოიხსენო მიცვალებულები . ეკლესიაა ზუსტადაც ყელში რომ ეჩხირებათ . ვერ მოიყვანეს თავის ,,ნავაროტკაზე " და ვერ ისვენებენ .
ვაახ, გაოგნებული ვარ რაა...
კი ვხვდები, რომ დღევანდელ საქართველოში ეკლესიაც ერთი დიდი "მარკეტია", მაგრამ ტაძრებში და მაღაზიებში არსებულ სიტუაციებს რომ ადარებთ, მაინც მიკვირს.
ჩემს მაგალითზე გეტყვი: გლდანელი ვარ და გლდანში კაი 200 000 ადამიანი ცხოვრობს. მესმის რომ მარკეტშიც შეიძლება გადამედოს რამე, მაგრამ იქნებ ამიხსნა უსაფრთხო მექანიზმი, თუ როგორ "გავაჩინოთ" ამდენმა ხალხმა სახლში პროდუქტი და წამალი ისე, რომ გარეთ არ გავიდეთ. ვიცი რომ ნამეტანი მორწმუნეები ხართ და მაგის ლოცვაც გეცოდინებათ, მარკეტში გაუსვლელად მაცივარი საკვებით როგორ შეივსოს
იმედია წაიკითხავ ამას და სერიოზულ რამეს მირჩევ, მართლა მაინტერესებს.
ეხლა რაც შეეხება ეკლესიას. რა, სახლში ლოცვა არ შეიძლება ? შე კაი ადამიანო, მთელი მსოფლიოს მორწმუნეები (ყველა აღმსარებლობის) ერთ აზრზე არიან თითქმის და სალოცავები დროებით დახურეს, ჩვენს სამღვდელოებაშიც აზრი ორად გაიყო და ბევრმა მრევლს შინ დარჩენა ურჩია. იმ ადამიანების 90 %, ვინც წირვებს ტაძრებში ესწრებოდა ეხლა სახლში გამოიკეტა და რას ეტყვი მაგათ - მშიშრები და მცირედმორწმუნეები გგონია ?!
მე ვხვდები რაც მოხდა. ჩვენი ეკლესიის გავლენიანმა ნაწილმა თავისი ძალის დემონსტრირება განიზრახა და მთავრობამაც დათმო. აქამდეც შეიმჩნეოდნენ ქოცები მაგაში, მაგათ და საპატრიარქოს გადანაწილებული აქვთ ძალაუფლება. თან მართავენ და თუ რამეა, ერთმანეთსაც გადააბრალებენ ხოლმე რაღაცეებს.
ჩაივლის ეს ამბები და მერე და მერე ამ ხელისუფლებასაც მოეღება ბოლო და ბევრი წვეროსანიც ტრ**ში უნდა მოი***ას. ასე მოიქცა 900 წლის წინ დავით აღმაშენებელი რუის-ურბნისში და მაგან გააჯანსაღა მაშინ საერო და საეკლესიო ცხოვრებაც.
თუ შემდეგი მთავრობაც ამათ დაემსგავსება, მაშინ კი მოგვიწევს რაღაც გაურკვეველ, ნახევრადთეოკრატიულ ყ*ეობაში ცხოვრება და როგორც ვატყობ, ბევრი სულაც არ ინაღვლებს ამაზე, არასახელმწიფოებრივი აზროვნების გამო.
ჯერ ერთი , ტონი შეარჩიე . მიცნობ , გიცნობ ?! მე რა მეცოდინე ბა და რა არ მეცოდინება შენი ცინიკური ტონით სამარჩიელო არ არის . მინიმუმ , 2 შენი ხნის ვიქნები გატყობ . და ეგეც არ იყოს , საერთოდ არ მაქ სურვილი , ვიღაც უცნობი აქ ცინიზმით მწერდეს და იმას ვუსმინო . შეწნ რომ ლოცვა გიშველის , მე არ ვიცი ეგეთი . ლოცვა ლექსი არაა , რომ ყველამ ერთნაირად დაიზეპიროს . მარკეტში ქცევაზე ვწერ მე და არა მარკეტში არ წასვლაზე და თუ აღქმის პრობლემა გაქვს , ჩემი საქმე არაა ეგ .არც ისაა შენი საქმე , მე ვის რას ვეტყვი . ვინც არ წავიდა , თავის საქმეა და რა შუაშია შიი და ურწმუნოება ? რწმენა სხვა რამეა . ინდივიდუალურია და ვისაც როგორ უნდა , ისე მოიქცევა , თავის რწმენის შესაბამისად . ოღონდაც , მითითებული ნორმები უნდა დაიცვას .გინდ მორწმუნე იყოს , გოინდ ათეისტი , სახელმწიფოში არსებული წესრიგი უნდა დაიცვას ესეთ დროს განსაკუთრებით. მოწოდება და მითითება კანონის მხრიდან აკრძალვას არ ნიშნავს და ე. ი. წესრიგი არ დაურღვევიათ ეკლესიაში წამსვლელებს. შენ ნაცებს ბალეშიკობ ძალიან თუ არ ვცდები და მე გეტყვი , რომ ნაცებსაც გავარტყი და ქოცებსაც ეკლესიასთან შედარებით . ნაცებს და ქოცებს არ მოუტანიათ აქამდე ქვეყანა . ერთიც გაქრება მაისის თოვლივით და მეორეც . თუმცა ნაცები უნდა იყვნენ , სანამ არ ამყრალდებიან ზეზეულად. დედა ეკლესია და საქართველო იყო და იქნება !რუის-ურბნისი რომ მოაწყო დავითმა, იმას ჭყონდიდელი ედგა გვერდით და ის ჭყონდიდელი პრემიერმინისტრი არ ყოფილა და პროფესიით პოლიტიკოსი .შენი და ჩემი გასარკვევი არაა ეკლესიაში ვინ ვის რას უზამს . ეჭვი არ გექნეს ,ყველას მიეზღვება საკადრისი , როცა ამის დრო დაუდგება .შენ მანდ ხარისხის კონტროლიორად ვერ გამოდგები .
ავტორ, მთავრობის გულგრილობა რა შუაშია??? იუსტიციის მინისტრზე დიდი იურისტი ხარ რომ რამე სამართლებრივი გზა გამოძებნო იმისთვის რომ მთავრობამ ეკლესიის კარები აჭედონ? ამას კომუნისტები აკეთებდნენ გენაცვალე... მრევლმა ინსტრუქციების დაცვით გამონახა ეკლესიაში მისასვლელი გზა და ახლა მთავრობას ნადიტობა გამიეცხადებინა ყოველ მოქალაქეზე ვინც კი ეკლესიის ჭიშკარს მიუახლოვდებიდა??? არ შეიძლება სტატია დაიწეროს სადაც მთავრობას ქება ან ლანძღვა არ იყოს? ..
დღეს იმედზე ფილმი გადიოდა იესო ქრისტე და იმ სამრვდელოების მოქმედება როგორ წაააგავს სამწუხაროდ ჩვენი ეკლიესიის მოქმედებას. აქ ბევრი ისაუბრებს მორწმუნეობაზე ეკლესიის და ხალხის შეურაცყოფაზე. რას გვასწავლის ქრისტიანობას ჩემი რწმენის გამო სხვის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმენი, მხოლოდ ეკლესიაში აღვლენილი ლოცვა და ანთებულ სანთელს მივიღებო? შედი ბნელ ოთახში და მე მოგისმენო. ღმერთი ყველგანა სადაც ადამიანის წრფელი გულია. ნეტა რას იტყვით ის მორწმუნენი რომ აპრილის ბოლოსათვის დაინფიცირებულთა რაოდენბა 5 000 გადაცდეს რას იტყვით თუ ადამინაის გადასარჩენად არჩევანის გაკეთება თუ გახდა საჭირო ვინ გადაარჩინონ დ ავინ გაწირონ სიკვდილისათვის მხოლოდ იმიტომ რომ მედ პერსონალი და ადგილები არ იყო მაგდენი. ეკლესია უნდა გამოსულიყო და მოეწოდა ხალხისთვის დარჩით სახლში და ჩვენ ვილოცებთ თქვენთვისო. ეს იქნებოდა ღმერთის და ხალხის სიყვარული ე სიქნებოდა ქვეყნის გადარჩენის ერთერთი პირობა
რა დაკვეთა, რის დაკვეთა ? პლანეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმავე აზრზეა, რასაც სტატიის ავტორი ამბობს და არაფერი უცნაური ამაში არაა.
ამბობენ, უსაფრთხოებას ვიცავთ და ისე ვიკრიბებითო. მაშინ რისთვის ვართ ჩაკეტილი ? ავამუშავოთ ყველაფერი და დავიცვათ ყველამ უსაფრთხოება ))) გაიგეთ ხალხო, სპეციალისტების უმთავრესი დირექტივაა სოციალური დისტანცირება (თანაც მკაცრი), იმიტომ რომ პიკი წინ გვაქვს. ესენი კიდე 2000 კაციანი შეკრებების ორგანიზებას აკეთებენ და საყვედურის მოსმენაც არ უნდათ.
მარტო ეკლესიაში არაა საქმე. ქუჩებში უამრავი დაბოდიალობს უსაქმოდ. ბირჟებიც სავსეა, თითქოს ჯინაზე აკეთებენო )) სხვა საქმეა, თუ საჭიროების გამო გამოდიან ადამიანები გარეთ, მაგრამ ეგეთებზე მეტი დროის გასაყვანად და სალაპარაკოდაა გამოსული.
ეკლესია ავტორიტეტული ორგანიზაციაა და კარგი მაგალითი შეეძლო მიეცა მოსახლეობისთვის, თუმცა პირიქით იქცევიან. რწმენას გვართმევენო )))) წუხელ აღდგომა როგორც დადგა, უამრავი სანთელი აკიაფდა ფანჯრებში, იყო გადაძახილი "ქრისტე აღდგა-ჭეშმარიტად" და რაა ? ამ ხალხს რწმენა წაართვა ვინმემ ?
დავფიქრდეთ ცოტა და ქვეყანას პატივი ვცეთ.
*ავტორიტეტული ინსტიტუცია უნდა დამეწერა
ესენი რასაც დაუკვეტავენ იმას წერენ. ჯიბის ვაი ჟურნალისტები არიან. ეს ის პერიოდია როცა ყველას ლუსტრაცია მოხდება და მერე უკვე გვიან იქნება. ჩვენს ღვთისმოსავ ძიუდოისტებს კი დიდი პატივისცემა და სიყვარული ჩვენი დედა ეკლესიის მრევლისგან!!!!!
ვაი ქრისტიანებო, მამა გაბრიელის წინასწარმეტყველობა წაიკითხეთ და ამას მაინც დაუჯერეთ
ეს სტატია შეკვეთილ სტატიას ხომ არ გავს ბატონო ჟურნალისტო?! კარგად დაფიქრდით სანამ რამეს დაწერთ
ჟურნალისტები დაფიქრდით, ვის ან რას ემსახურებით, რა ტვინი წაიღეთ მართლა, იმის გამო რომ მორწმუნეები ხმას არ ვიღებთ და შეურაცხყოფით არ გპასუხობთ, თავზე ნუ გახვედით!!!! თქვენ უწყობთ ხელს ამ ისედაც დაზომბირებული ხალხის უარესად დაზომბირებას და მორწმუნეებისკენ, როგორც პოტენციური დამნაშავეებისკენ ხელის გაშვერას!!!!
გაიხარე ! გეთანხმები აბსოლიტურად .
ავტორ, შენც მაგარი გაქანებული გაქვს
ჯანსაღი კრიტიკა მოსულა,მაგრამ შეურაწმყოფა ეკლესიის და ყველა მგვდლის? მაშინ ასე ვთქვათ,ვინც ჩვენ ეკლესიაზე ღადაობს და ტალახს ესვრის იმის... ვინც ყველა მამაოს ერთ ქვაბში ხარშავს და შეურაწმყოფას აყენებს იმის ... მოწკდება დარჩი სახლში და შეურაწმყოფა განსხვავდება. აი ლლიპოზე და თუშიზე აქ რომ ასე მამლაყინწურად წერთ,რეალში მაინტერესებს რისი ერთი ადგილი გექნებათ რომ უთხრათ. ყველა დავრჩეთ სახლში და სახლიდან ვილოცოთ
გაიხარე !
იმის გასარკვევად, თუ რამდენად დაფიქრებულად მოიქცნენ ასე, ინტერვიუ უნდა ჩაგეწერათ მათთან და აღარ მოგიწევდათ მარჩიელობა, ბატონო ბათო.. მაგრამ არამგონია, ეს სტატია, ამას ემსახურებოდეს. უფრო, ალბათ, მთავრობისთვის და საპატრიარქოსთვის ტალახის სროლის შოუს არ გინდოდათ ჩამორჩენოდა თქვენი უმობილესი საიტი და მისი მომხმარებლები..
ამ საიტის რიგითი, თუმცა რეგულარილი მომხმარებელი გირჩევთ, რომ თქვენი საქმე აკეთოთ - სპორტი გააშუქეთ მაქსიმალურად ("მსოფლიო სპორტი" იმხელა მასალაა, მაგასაც ვერ აუხვალთ, რეალურად) და დაანებეთ იმ საკითხების გარჩევას თავი, რაც უამრავ შესაბამისი პროფილის საიტზე ისედაც ირჩევა და რაც არაა თქვენი საქმე/პროფილი..
..და თუ თქვენი სურვილიც მშვიდობიანობაა, ვიზრუნოთოთ არა მარტო ფიზიკური მშვიდობისთვის (ჯანმრთელობისთვის), არამედ სიმშვიდისთვის, ზოგადად - შეურაცხყოფებით, არაფერი გამოვა.. მითუმეტეს, რომ ისედაც გაჯერებულია ქართული რეალობა ამით.
აბსოლუტურად მართალია...ხალხი ამზადებს იქაურობას რომ მომლოცველნი დისტანცირებულად ბევრი დაეტიოს...რა არის ამაში ცუდი? ეს კრეტინია ვიღაცა... აბა, მსინ დავიკრიფოდ გულზე ხელი და ჩავწვეთ სამარეში...გავგიჟდი, სხვა გრიპი ამაზე მეტ ხალხს ხოცავს და ესენი ვითომც არაფერი..ახლა რა გაიგიჟეს თავი?
*დათო
**რეგულარული
მსოფლიოში ვერ ნახავთ მეტნაკლებად წარმატებულ სპორტსმენს, რომელიც ასეთ კატასროფულ სიტუაციაში ასეთ სიყეყეჩეს ჩაიდენს! ამათ კიდე რა უნდა მოთხოვო არც განათლება აქვთ , არც ჭკუა და არც მცოდნე მრჩეველი ყავთ, მაგრამ მთავარია რომ სინდისი და ნამუსიც არ გააჩნიათ, რომ ვიღაც გამოთაყვანებულებს არ გამოაყენებიონ თავი. ამიტომაცაა, რომ არც აქვთ ავტორიტეტი და არც ექნებათ.
ალბათ , მსოფლიოში ვერ ნახავთ მ
უფალი ჩვენთან იყოს .
რამდენი ჭკუის დამრიგებელია
არ შეიძლება ასე, დროზე უნდა მოერგოს გონს ყველა, ვინც აქამდე კიდევ გააანალიზა საშიშროება, სანამ გვიან არაა. ამას როგორც ექიმი ისე ვამბობ, ვიცი რისი თავიც გვაქვს.
დამეკარგა წარმოდგენა ამათზე.. ესენი ვინ ყოფილან? გაჭირვებულ ხალხს დაეხმარეთ, სხვა სახის სიკეთე გააკეთეთ.. აზრზე მოდით საერთოდ!
მხოლოდ ეს გამახსენდა "კუნთ მაგარი და გონება ბრჯგუ"
ბარემ სპორტის სასახლეში შეიკრიბეთ....
ბოდიში შეფასებისთვის....
ლიპო გურამ რას აკეთებთ? შეეშვით ამ საქმეს დარჩით სახლში ჩვენო საამაყო ქართველებო