კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი კარიერას „ბლაუგრანაში“ დაასრულებს.
გარდა ამისა, სეტიენმა სატრანსფერო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რევოლუციის მომხრე არაა.
„დარწმუნებული ვართ, რომ მესი კარიერას „კამპ ნოუზე“ დაასრულებს. მომდევნო ზაფხულის ტრანსფერებს რაც შეეხება, რევოლუციის მომხრე არ ვარ. მართალია მოგვიწევს ახალი მოთამაშეების ყიდვა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ახლა ვინმე ცუდად თამაშობს“, - განაცხადა სეტიენმა.