თამაშგარე

13:35 | 16.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოტანტალე კიმ კარდაშიანი

სომხური წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობი კიმ კარდაშიანი ის ქალი არაა, ასე ადვილად შეეგუოს მსოფლიო პანდემიის გამო არსებულ მწარე რეალობას და აბა ისე როგორ იქნება, რომ ამ მკერდ-ბარძაყდალოცვილმა ქალმა მავანი ამერიკელი მოქალაქესავით სახლში შეკეტვით გაიწყალოს გული?!...

კიმ კარდაშიანი თავის ოჯახის წევრებთან ერთად ფლორიდაში მდებარე საკუთარ ფეშენებელურ ვილაზეა წამოდრანგული და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პაპანაქება ზაფხული არ ჩამოსიცხულა, მთელს დღეებს აუზში ჭყუმპალაობასა და საცურაო კოსტუმში გატანტალება-გამოტანტალებაში ატარებს. ტანტალი კი ის საქმეა, რაც კიმს ნამეტანი კარგად გამოსდის.

კიმ კარდაშიანმა, როგორც ერთ დროს ამერიკელი კალათბურთელის, კრის ჰემფრისის ცოლმა თურმე არც სპორტული სიამენი დაივიწყა და როგორც აშშ-ელი “ყვითელი“ მოკალმეები გვამცნობენ, ეს ქალი მუდმივი ვარჯიშითაცაა დაკავებული. მაგრამ მისი სხეულის მსუყე ფორმებს რომ შეხედოთ, ვარჯიშის თავგადაკლულისა არაფერი ეტყობა, აი ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმის მოყვარულისა კი - იცოცხლეთ!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119583