რაგბი

13:59 | 16.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა მალაღურაძის ონლაინ-სემინარი

დღეს, 16 აპრილს 20 საათზე, 7-ქალას მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე ქართველი მწვრთნელებისთვის გამართავს ონლაინ-სემინარს თემაზე – მარკერები დაცვით რაქში.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის და შეზღუდული პირობების ფონზე, საქართველოს რაგბის კავშირმა ქართველი მწვრთნელებისთვის ონლაინ-სემინარები დაიწყო, რაც ინფორმაციის გაცვლას და მწვრთნელთა ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.

უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ უკვე გამართა ორი ვებინარი, თემაზე – კონტრშეტევა (ორი მოდული). მას ონლაინ-რეჟიმში 60-მდე მსმენელი დაესწრო. სემინარები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დაახლოებით თითო-თითო საათი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, დღეს, 15 აპრილს, 20 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ზურა ამონაშვილი გამართავს ვებინარს თემაზე – დარტყმა ახურვა. მსურველები დათქმულ დროს უნდა ეწვიოთ ბმულს: https://zoom.us/j/620248231

რაც შეეხება ჯაბა მალაღურაძის სემინარს, რომელიც 16 აპრილს 20 საათზე დაიწყება, უნდა ეწვიოთ ბმულს: https://zoom.us/j/95573282548

0.114325