ფეხბურთი

1:48 | 16.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი ბალოტელის: "მადლობა თქვი, რომ უფრო კარგად ვერ მოგარტყი"

იტალიური ფეხბურთის ლეგენდებს, ფაბიო კანავაროსა და ფრანჩესკო ტოტის ინსტაგრამში პირდაპირი ჩართვა ჰქონდათ და ძველი დრო ტკბილად გაიხსენეს. ერთ-ერთ მომენტში კი კომენტარი მარიო ბალოტელიმ დაწერა.

იტალიელმა ფეხბურთელმა ტოტის მიმართა და 2010 წელს, იტალიის თასის ფინალში მომხდარი გაახსენა, როდესაც ფრანჩესკომ მის წინააღმდეგ განზრახ და გამეტებით იუხეშა.

ბალოტელიმ სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის დროს ტოტის კომენტარი დაუწერა და 10 წლის წინანდელი ეპიზოდი გაახსენა: „ფრანჩე, ფეხი ახლაც მტკივა“.

ტოტის იმ ინციდენტის გამო ბოდიში არც ახლა მოუხდია და მარიოს ხუმრობას ხუმრობითვე უპასუა: „მესიჯების მეშვეობით აქამდეც ვუთხარი მარიოს, გაგიმართლა და მადლობა უნდა თქვა, რომ კარგად ვერ მოგარტყი“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113128