ცნობილი თურქი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. აღნიშნული ინფორმაცია გამოცდილმა სპეციალისტმა თავად დაადასტურა.
„გალათასარაის“ მწვრთნელის ტესტის პასუხებმა ორჯერ უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID-19 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ფათიჰ თერიმი სამი კვირის წინ დაინფიცირდა.