ფეხბურთი

16:29 | 15.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

45 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი საოცარ ფიზიკურ ფორმაშია (+VIDEO)

ბრაზილიის ნაკრების, „რეალის“, „ბაიერნისა“ და „ლევერკუზენის“ ყოფილი ფეხბურთელი ზე რობერტო 45 წლისაა, აქტიური საფეხბურთო კარიერა 2017 წელს დაასრულა, მაგრამ მაინც საოცარ სპორტულ ფორმაშია.

ბრაზილიელმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც გამოწმერები მისი სხეულის ეფექტურობით გააოგნა. თუმცა, ზე რობერტოს ფორმაში ყოფნის საიდუმლო არ გააჩნია.

„იმ დღეს, როცა ფიქრობ, რომ შენს სრულ პოტენციალს მიაღწიე, არ გჯერა, იმიტომ, რომ უფრო შორს წასვლა შეგიძლია. საიდუმლო არ მაქვს. არ ვსვამ ალკოჰოლს, არ ვეწევი, ძალიან კარგად ვიკვებები, კარგად მძინავს, ოჯახი მყავს. ეს არის წყველაზე დიდი რწმენა. ვფიქრობ, რომ ეს არის ფაქტორები, რის გამოც ჩემს ასაკშიც ფორმაში ვარ“, - თქვა ზე რობერტომ.

თეგებიზე რობერტო
0.124169