ფეხბურთი

23:34 | 14.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

არ იქნება მანე, იქნება - მბაპე: "ლივერპულის" სატრანსფერო გეგმა

სადიო მანე „რეალში“, კილიან მბაპე - „ლივერპულში“. ასეთია ბრიტანული გამოცემის, The Sun-ის ინფორმაციით, გეგმა, რომელიც ინგლისურ კლუბში შეიმუშავეს.

„რეალს“ მანეს გადაბირება ძალიან უნდა და „ლივერპული“ მზადაა სენეგალელი სასურველი წინადადების შემთხვევაში ესპანურ გრანდს დაუთმოს. სასურველი წინადადება კი 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ამ შემთხვევაში „წითლები“ 100 მილიონ საკუთარი ბიუჯეტიდნა გამოყოფენ და „პარი სენ ჟერმენიდან“ კლიან მბაპეს მიიწვევენ, ცხადია მანეს შემცვლელად.

ჯერჯერობით ეს არის ჰიპოთეზა, რომელსაც ცნობილი გამოცემა გვაწვდის. ისე კი, ესპანურ მედიას თუ დავუჯერებთ, მბაპეს ყიდვა მადრიდის „რეალსაც“ სურს.

0.116803