ფეხბურთი

22:57 | 14.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სიდუელი: "მოურინიოსთან დამშვიდობებისას ტერი, დროგბა და ლამპარდი იატაკზე ტიროდნენ"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა სტივ სიდუელმა „ჩელსიდან“ ჟოზე მოურინიოს დამშვიდობების მომენტი გაიხსენა. სიდუელის განცხადებით, ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი და დიდიე დროგბა იატაკზე ტიროდნენ, რადგან პორტუგალიელი გუნდიდან მიდიოდა.

„მე არასდროს ვგრძნობდი ამ დაძაბულობას, უბრალოდ ვფიქრობდი, რომ წარუმატებელი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს. და, რა მოხდა შემდეგ, როდესაც ჟოზე დაგვემშვიდობა?

ჩანდა, რომ თითქოს ადამიანი მკვდარი იყო. როდესაც ხედავ, რომ ისეთი პერსონაჟები, როგორებიც დიდიე დროგბა, ფრენკ ლამპარდი და ჯონ ტერი არიან, იატაკზე არიან და ტირიან. ეს მართლაც უცნაური იყო“, - გაიხსენა სიდუელმა.

შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიო „ჩელსიდან“ 2007 წლის სექტემბერში დაითხოვეს. მოგვიანებით, 2013 წლის ზაფხულში ინგლისურ კლუბს ისევ დაუბრუნდა.

0.115935