კალათბურთი

11:23 | 14.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვანესა ბრაიანტი: "ყოველდღე მინდა იმ დილით დავბრუნდე, ცხოვრება უსამართლოა"

გუშინ ზუსტად ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ კობი ბრაიანტმა საკალათბურთო კარიერა დაასრულა. აწ გარდაცვლილი ლეგენდის ქვრივმა ვანესა ბრაიანტმა აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

„ჩემი ქმარი 20 წელი მუშაობდა. მას მხოლოდ ის უნდოდა, რომ დრო ჩემთან და თავის გოგოებთან ერთად გაეტარებინა და აენაზღაურებინა დრო, რომელიც მანამდე დაკარგა. მას სურდა ჩვენი გოგოების ცხოვრებაში განსაკუთრებული მომენტი ყოფილიყო. მან პენსია მხოლოდ 3 წელი და 9 თვე მიიღო. მოიგო ოსკარი, 5-ჯერ გახდა გაყიდვადი ავტორი და ჯანას კალათბურთის გუნდის მწვრთნელი. ყოველდღე მინდა, რომ იმ დილით დავბრუნდე, მინდა, რომ 26 იანვარს, ნორმალური თამაში ჰქონდეთ. ცხოვრება ნამდვილად არაა სამართლიანო, ეს უბრალოდ უაზრობაა“, - დაწერა ვანესამ.

შეგახსენებთ, კობი ბრაიანტი 27 იანვარს, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად ბორტზე კიდევ რვა ადამიანი, მათ შორის მისი შვილი, ჯანა იმყოფებოდა.

0.115723