ფეხბურთი

20:40 | 13.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი და ანანიძე "ანორთოსისს" ზაფხულში დატოვებენ

თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე ზაფხულში დიდი ალბათობით ფამაგუსტას „ანორთოსისს“ დატოვებენ. აღნიშნულ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

„ოქრიაშვილი ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელმაც შესაძლოა გუნდი დატოვოს. ქართველმა ნახევარმცველმა ახლახან თავად გამოთქვა სურვილი, რომ უკეთეს ლიგაში ითამაშოს, მაგრამ მას კლუბთან კონტრაქტი აქვს, ამიტომ ბოლო სიტყვა „ანორთოსისზეა“. მისი დონის ფეხბურთელს არაერთი გუნდი აიყვანდა და რატომაც არა, რომ „ანორთოსისმა“ თავისი ბიუჯეტი მისი გაყიდვით შეავსოს.

რაც შეეხება ანანიძეს, საიჯარო ხელშეკრულება ზაფხულში იწურება და ამ დრომდე ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა. ქეცბაიამ ჯერ არ იცის, უნდა დაიტოვოს თუ არა ფეხბურთელი და არც თავად ფეხბურთელია ჯერ გარკვეული სიტუაციაში. ჯერჯერობით უცნობია მისი ბედი, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ჯანოს გუნდის დატოვება მოუწევს“, - Sport-fm.com-ი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკე ოქრიაშვილმა 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ანანიძემ რვა თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.117706