ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელის, ბეტოს შვილი რიო დე ჟანეიროში მოკლეს. ინციდენტი რიოს ჩრდილოეთით პიედეს დასახლებაში მოხდა.
23 წლის ჟუბერტ მარტინს ფილჰოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია მკვლელობის მოტივი.
„ახლა ვგრძნობ ტკივილს, რომელიც უნდა აიკრძალოს დედისთვის და მამისთვის“, - დაწერა სოციალურ ქსელში ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.
აქვე გეტყვით, რომ ბეტო თავის დროზე „ბოტაფოგოში“, „ნაპოლიში“, „გრემიოში“, „ფლამენგოში“, „ფლუმინენსეში“, „ვასკო და გამაში“ თამაშობდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში 1995-1999 წლებში 13 შეხვედრში ორი გოლი გაიტანა.