ფეხბურთი

12:35 | 13.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩი: "კარტოფილი არ ვარ, გადაწყვეტილებას თვითონ მივიღებ"

ივან რაკიტიჩს „ბარსელონას“ დატოვება სურს. ხორვატმა ფეხბურთელმა Mundo Deportivo-სთან საუბარში განაცხადა, რომ კარტოფილი არაა და თავად გადაწყვეტს სად გააგრძელოს კარიერა.

„ვიმედოვნებ, რომ გუნდს დავტოვებ, ყველაფერს გავაანალიზებთ, მაგრამ ჩემი სურვილი, რომ წავიდე. მესმის ეკონომიკური ვითარება, მაგრამ მე კარტოფილი არ ვარ, რომ მისგან რაღაც გააკეთო. თვითონ გადავწყვეტ სად წავალ.

„ბარსელონა“ იდეალური ადგილია, მსურს სიამოვნების მიღება და გუნდის დახმარება. სეზონის პირველი ნაწილი ძალიან უცნაური იყო, რაღაცები მასწავლა. შარშან შესანიშნავი სეზონი მქონდა და გაკვირვებული ვარ.

„სევილიაში“ დაბრუნება? ეს ყოველთვის იყო ჩემი ოცნება, მაგრამ ჩემზე არაა დამოკიდებული. მონჩის ჩემი ტელეფონის ნომერი აქვს, თუმცა არ დაურეკავს, არც ჩემს დაბადების დღეზე. მთავარია ისეთ ადგილზე ვითამაშო, სადაც მე და ჩემი ოჯახი კარგად ვიქნებით, სადაც პატივს მცემენ და ვეყვარები“, - თქვა რაკიტიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ფეხბურთელი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს (299 მატჩი, 35 გოლი) და კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109275