ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდარული მეკარე პიტერ ბონეტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა.
ბონეტი 78 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ინგლისელი „ჩელსის“ ღირსებას 1960-1975 და 1976-1979 წლებში იცავდა, საერთო ჯამში ლონდონურ გუნდში 729 თამაში ჩაატარა.
აქვე გეტყვით, რომ პიტერ ბონეტი 1966 წელს ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.