ფეხბურთი

1:41 | 13.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" ყოფილი მწვრთნელი: "ქართული კლუბების მთავარი ამოცანა ახალგაზრდების გაყიდვაა"

„დინამო თბილისის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა და ქართული ფეხბურთიც ახსენა.

უკრაინელის განცხადებით, საქართველოში კლუბები ძირითადად თავს ახალგაზრდა ფეხბურთელების გაყიდვით ირჩენენ.

„საქართველოს საბჭოთა წლებში შესანიშნავი და გამორჩეული საფეხბურთო სკოლა ჰქონდა. ახლა ამ ქვეყანას აღარ ჰყავს ძლიერი და კარგად დაფინანსებული კლუბები. მათი მთავარი ამოცანა ახალგაზრდა ფეხბურთელების უცხოურ გუნდებში გაყიდვაა. ზოგადად, ეს ნორმალური და მისაღები პრაქტიკა პატარა საფეხბურთო ქვეყნებისთვის“, - თქვა გროზნიმ.

შეგახსენებთ, ვიაჩესლავ გროზნი "დინამო თბილისს" 2016-2017 წლებში წვრთნიდა.

0.117407