იტალიური „ოლიმპია მილანო“ მომდევნო სეზონში თორნიკე შენგელიას დამატებას ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას Nbapassion ავრცელებს.
წყაროს ცნობით ქართველი კალათბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა ყველაზე მეტად გუნდის მთავარ მწვრთნელ ეტორე მესინას სურს.
"შენგელიას „ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ „ოლიმპია მილანო“ ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტისთვის კომპენსაციის გადახდაზეც თანახმაა. ქართველი კალათბურთელის დამატება ბევრ გუნდს სურს, თუმცა, იტალიური გუნდი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. ეს ნამთვილად რთული იქნება“, - წერს Nbapassion.
აქვე გეტყვით, რომ „ოლიმპია მილანოს“ ევროლიგაში 12 მოგების საპირისპიროდ 16 მარცხი აქვს და საპლეიოფო ზონას 1 მოგებით ჩამორჩება. ანალოგიური შედეგი აქვს "ბასკონიასაც".