ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე დე როსიმ ლეონარდო ბონუჩის შესახებ ისაუბრა. „რომას“ ყოფილი ფეხბურთელის განცხადებით, ბონუჩი ბევრს ეზიზღება, მაგრამ მასზე არასწორი წარმოდგენა აქვთ.
„ჩვენ ვსაუბრობთ ბიჭზე, რომელზეც ყველა ჩემი ნაცნობი მეუბნება, რომ სძულთ. ეს ბონუჩისადმი მცდარი წარმოდგენაა. ლეო წარმოუდგენელი პროფესიონალია, სამწუხაროა, როდესაც მასზე ფიქრობენ, რომ უარყოფითი პერსონაა. ზოგჯერ მოედანზე ასეცაა, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან იცავს კონკრეტულ მაისურს და ამიტომაც ახერხებენ მუდიმვად გამარჯვებას. ანტიპათიას იწვევს ხალხში, რადგან გამარჯვებულის მენტალიტეტი გააჩნია.
მახსოვს, რომ ერთხელ ვარჯიშზე ბუცი მესროლა, ეს არ ყოფილა ხუმრობა, მაგრამ ყველაფერი ერთ წუთში დასრულდა. ის ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, რომელიც სასიამოვნოდ მახსენდება, ჩვენ ერთად შესანიშნავი მომენტები გამოვიარეთ. გარდა ამისა, ნამდვილი მამა და მეგობარია“, - განაცხადა დე როსიმ.
შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი და დანიელე დე როსი იტალიის ნაკრებში თანაგუნდელები 2010-2017 წლებში იყვნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უნდა გავიდეთ
ძალიან იღბლიანი წილისყრა იყო ჩვენთვის, ამ ჯგუფიდან უეჭველი უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ რუსეთში 2018 წლის მუნდიალზე თუ არადა დავანებოთ საერთოდ ფეხბურთს თავი...
ავსტრია ყველაზე მაგარია. ეგ პირველზე გავა, მეორე სერბეთია. ჩვენ მე-6.
დღევანდელი მდგომარეობით ავსტრია საუკეთესო მგონია ჩვენ ჯგუფში.
მაგათი კრიზისი მიცა ნეტა ჩვენს ბედოვლათებს DDDDDDDDDDDDDDDDD
რა კრიზული ავტორ ხუმრობ? 2012 წელს 70 ადგილი ქონდათ რეიტინგში და 2015-ში 15 ადგილზე არიან, მიხვდით ეხლა კრიზისია თუ აღმავლობა, მათზე დიდი ნახტომი მხოლოდ უელსს აქვს და ისინიც ჩვენს ჯგუფში არიან