კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისში ხელფასების შემცირება ევროპული კლუბების მსგავსად რუსეთშიც დაიწყეს. სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ მოსკოვის „ლოკომოტივშიც“ მიბაძეს.
სოლომონ კვირკველიას და მის თანაგუნდელებს გასამარჯელო 40%-ით შეუმცირეს და ამას „რკინიგზელთა“ ფეხბურთელთა დიდი აღფრთოვანება სულაც არ გამოუწვევია. მაგალითად, პერუელი ჯეფერსონ ფარფანი ამბობს, რომ მისი ფულით ისინი ვერ ითამაშებენ:
„ისინი ყველაფრით თამაშობენ, მაგრამ ჩემი ფულით ვერ ითამაშებენ. გამომიგზავნეს რაღაც წერილი რუსულად, ვერაფერი გავიგე და დავხიე“, - თქვა ფარფანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საფეხბურთო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით შეწყვეტილია და როდის განახლდება, არავინ იცის.