ფეხბურთი

21:50 | 11.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი: "მინდა "რომას" მწვრთნელი გავხდე"

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დანიელე დე როსი სამწვრთნელო კარიერას იწყებს. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონს მშობლიური „რომას“ გაწვრთნა სურს.

„მე აღარ ვარ ვეტერანი ფეხბურთელი, მე ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება „რომას“ მწვრთნელობა, მაგრამ ჯერ კარგი მწვრთნელი უნდა გავხდე. იქამდე დიდი გზაა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ასე იქნება და ეს მოხდება იმიტომ, რომ კარგი მწვრთნელი ვიქნები და არა იმიტომ, რომ წარსულში „რომაში“ ვთამაშობდი“, - განაცხადა დე როსიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფეხბურთელი „რომაში“ 2001-2019 წლებში თამაშობდა და 616 მატჩში 63 გოლი გაიტანა. კარიერა კი „ბოკა ხუნიორსში“ დაასრულა.

0.11526