ფეხბურთი

21:16 | 11.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონას ევროპული კლუბების რიგი დაუდგა

მექსიკის ნაკრებისა და „პორტუს“ ნახევარმცველ ხესუს კორონას ევროპული კლუბების რიგი დაუდგა. A Bola-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელით “ინტერი“, „რომა“, „ევერტონი“, „ვესტ ჰემი“, „სევილია“, „ვალენსია“ და „შალკე“ დაინტერესდნენ.

„პორტუ“ მზადაა გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი კორონავირუსით გამოწვეული კრიზის გამო გაყიდოს და მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

კორონას „დრაკონებთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში მექსიკელმა 34 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.

0.12218