ფეხბურთი

10:57 | 11.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში საუკეთესო 50 მცველი

ბრიტანულმა გამოცემა Givemesport-მა გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა და ისტორიაში საუკეთესო მცველი გამოავლინა - პაოლო მალდინი.

გამოკითხვაში 135 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ყველაზე მეტი ხმა ლეგენდარულმა იტალიელმა მიიღო. მეორე ადგილზე მისი თანამემამულე ფრანკო ბარეზი გავიდა, ხოლო სამეული გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ 50 მცველში იტალიელთა დომინირება აშკარა და ცხადია, რადგან 15 იტალიელი მოხვდა. ხსენებული 50 მცველის ჩამონათვალი ამ გამოცემის მკითხველთა ვერსიით ასეთია:

50. მარსელო 49. მაიკონი 48. პოლ ბრაიტნერი 47. რიკარდო ფერი 46. ანტონიო კაბრინი 45. ფილიპი ლამი 44. მიოდრაგ ბელოდედიჩი 43. კარლ-ჰანც შნელინგერი 42. იააპ სტამი 41. ანდრეას ბრემე 40. კარლეს პუიოლი 39. ტარჩიზო ბურგნიჩი 38. გარი ნევილი 37. ვიმ სურბიერი 36. დანი ალვეში 35. ჰანს-პეტერ ბრიგელი 34. რობერტო კარლოსი 33. პოლ ნილი 32. იურგენ კოლერი 31. მორტენ ოლსენი 30. ფაბიო კანავარო 29. რობერტო როსატო 28. ჯეიმი კარაგერი 27. ტიაგო სილვა 26. კარლოს ალბერტო 25. მარიუს ტრეზორი 24. ჯუზეპე ბერგომი 23. ალან ჰანსენი 22. ნილტონ სანტოსი 21. კლაუდიო ჯენტილე 20. სერხიო რამოსი 19. მანფრედ კალცი 18. ალდაირი 17. ლუსიო 16. ლილიან ტურამი 15. მაურო ტასოტი 14. ფულვიო კოლოვატი 13. ჟერარ პიკე 12. ალესანდრო კოსტაკურტა 11. რუუდ კროლი 10. ალესანდრო ნესტა 9. დანიელ პასარელა 8. ჩეზარე მალდინი 7. ჯაჩინტო ფაკეტი 6. ფრანკ რაიკაარდი 5. ბობი მური 4. კაფუ 3. ფრანც ბეკენბაუერი 2. ფრანკო ბარეზი 1. პაოლო მალდინი

ცხადია, ვერცერთი გამოკითხვა ჭეშმარიტებას ბოლომდე ვერ დაადგენს და 50-ეულში ყველას ადგილი არ იქნებოდა, მაგრამ ბევრი დიდი მცველის არყოფნას მარტივი თვალი შეამჩნევდა - ჯონ ტერი, ფერნანდო იერო, გაეტანო შირეა, ნემანია ვიდიჩი, რიო ფერდინანდი და ა.შ... დანარჩენი უკვე გემოვნების საკითხია.

0.121801