ფეხბურთი

21:44 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსი: "რეალში" რატომ გადავედი? ერთადერთი მიზეზი მქონდა"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა მილანის „ინტერში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. სამხრეთ ამერიკელის განცხადებით, როი ჰოჯსონმა გაანადგურა (მაშინ „ინტერის“ მწვრთნელი იყო).

კარლოსმა ასევე თქვა, რომ „რეალზე“ არჩევანი ფაბიო კაპელოს გამო შეაჩერა.

„ჰოჯსონმა გამანადგურა, ნახევარდაცვაში თამაშს მავალებდა. ასე კი, ბრაზილიის ნაკრებში თამაშის შანსი არ მექნებოდა და 1997 წელს კოპა ამერიკა იყო. გარდა ამისა, ევროპულ ფეხბურთსაც კარგად არ ვიცნობდი.

საბოლოოდ მორატის ვესაუბრე, რომ წასვლის უფლება მოეცა. მადრიდში კაპელოს გამო გადავედი, ის ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი იყო“, - განაცხადა კარლოსმა.

შეგახსენებთ, რობერტო კარლოსი „ინტერში“ 1995-1996 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი მადრიდის „რეალში“ გადავიდა და „სამეფო კლუბში“ დაუვიწყარი ეპოქა შექმნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11676