ფეხბურთი

20:51 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" შიდა სამზარეულოში სრული ქაოსია

კატალონიის „ბარსელონას“ შიდა სამზარეულოში სრული ქაოსია. „ბლაუგრანას“ ექვსმა მენეჯერმა გადადგომის შესახებ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა. ესპანური მედია ვარაუდობს, რომ ეს რაოდენობა უახლოეს საათებში სამით კიდევ გაიზრდება.

ეს არის შიდა კრიზისი, რომელიც კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეულს უკავშირდება, რადგან მის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. ბართომეუს მრავალ შეცდომაში ადანაშაულებენ, მათ შორის, ფეხბურთელებთან დაძაბულ ურთიერთობაში.

გარდა ამისა, მოთამაშეების ხელფასების შემცირება, სოციალური მედიის სკანდალი და ყოფილი მწვრთნელებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაცია - ესეც ბართომეუსადმი წაყენებული საყვედურებია.

„ბარსელონაში“ საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წელსაა ჩანიშნული, თუმცა ბორდის წევრთა 75% მოითხოვს, რომ ის მანამდე გაიმართოს და ბართომეუმ პოსტი დატოვოს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, „ბარსას“ ხელმძღვანელი 2021 წლის შემდეგაც აპირებს კლუბის პრეზიდენტობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113758