თამაშგარე

13:59 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ნაქირავებ ვილაში

წარმოიდგენდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი და შესაბამისად უმდიდრესი სპორტსმენი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ ნაქირავებ ვილაში იცხოვრებდა? ეს ყბადაღებული კორონავირუსი ისეთი რამაა, დაუჯერებელიც კი დასაჯერებელია და არც რონალდუს ნაქირავებ სახლში გადასვლა გაკვირვებია ვინმეს.

რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიის კუნულ მადეირაზე (რომელიც როგორც იცით რონალდუს მშობლიური ალაგია) ცოლთან, მოდელ ჯორჯინა როდრიგესთან და შვილებთან ერთად მშობლიურ სახლში კარანტინში მყოფმა პორტუგალიელმა მობურთალმა გადაწყვიტა საცხოვრებელი შეეცვალა და ამის მიზეზს ქართველები ალბათ ყველაზე კარგად გავიგებთ.

რონალდუ ნაქირავებ ვილაში (რომელშიც კვირაში 3500 ბრიტანულ ფუნტს იხდის) ოჯახთან ერთად მას შემდეგ გადავიდა, როდესაც მიხვდა, რომ მის მშობლიურ სახლში ხალხის მისვლა-მოსვლას ამ კორონას მძლავრობისას ვერ გაექცეოდა და ვერც მრავალრიცხოვან ნათესავ-მეგობრებს აარიდებდა თავს. ნაქირავები ვილა ამავე კუნძულ მადეირაზე სრულიად განმარტოებულ ადგილზე მდებარეობს და რონალდუს ოჯახს იმედი აქვს, რომ ამ გზით მაინც დააღწევენ თავს ბევრ ხალხთან კონტაქტს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116546