მილანის „ინტერისა“ და კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ივან რამირო კორდობამ განაცხადა, რომ ანდრეი შევჩენკო ყველაზე ძლიერი ფორვარდი იყო. სამხრეთ ამერიკელი საუკეთესოდ ბრაზილიელ რონალდოს თვლის, მაგრამ საკლუბო დონეზე მის წინააღმდეგ არ უთამაშია, ამიტომ, უკრაინელი გამოარჩია.
„ძალიან რთული იყო იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ თამაში, გიჟური ტექნიკა ჰქონდა. ფრთხილად უნდა ყოფილიყავი, თუ სივრცეს მისცემდი, ყველაფერი დასრულებული გახლდათ.
თუმცა, ჩემს ეპოქაში ყველაზე ძლიერი ანდრეი შევჩენკო იყო, ზოგადად საუკეთესო კი რონალდო გახლდათ, ფენომენი, მაგრამ მის წინააღმდეგ მხოლოდ სანაკრებო დონეზე მაქვს ნათამაშები“, - აღნიშნა კორდობამ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ემრე ბელოზოღლუ და სტანკოვიჩი იყო მაგ პერიოდის ინტერის ცენტრის ლიდერები,წინ ობაფემი მარტინსი და ეგ ინტერი ყველაფრისთვის იბრძოდა.ხოდა რომელ დონეზეა ლაპარაკი.ობაფემი მარტინსს და მარსელო ზალაიეტას დღეს სკამზე არ დააჯენს არცერთი ძლიერი გუნდი.ზალაიეტა იუვეს ფორვარდი იყო თუ ვინმეს არ ახსოვს.ელჰაჯი დიუფი და ჯერმენ პენანტი ყავდა ლივერპულს წამყვან პოზიციებზე.ბავარიას ეფენბერგი-კანი-ელბერის გარდა ფეხბურთელი არ ყავდა.კარგით რა ნუ გიყვართ ძველების ასე ზედმეტად პიარი.ნოსტალგია კარგია მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა რაღაც ფაქტი იმსახურებს ნოსტალგიას
ოუენი შევჩენკო ნედვედი და ასეთები რომ მოიგებენ ოქროს ბურთს რომელ ზღაპრულ დონეზეა საუბარი.მესი-რონალდუს ეპოქაში შანსი ნოლი ეგეთებს ყველას.თანაბარი დონის ფეხბურთელი იყო ბევრი და არა უფრო მაღალი დონე.მოდრიჩის ოქროს ბურთი იყო გავარდნა რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატმა გამოიწვია.ოუენი-ნედვედ-შევჩენკოს ტრიომ კი სეზონებიდან გამომდინარე მოიგეს და გამორიცხულია მაგ ტრიოს მესი-რონალდუზე უკეთესი სეზონი ჩაეტარებინა ოდესმე
არა, მაინც რა ფორვარდები თამაშობდნენ 15-20 წლის წინ - კიჭა, შევა, ანრი, ბატისტუტა, ვან ნისტელროი, შირერი ახალგაზრდა ზლატანი.
ეს უმაღლესი ლეველის ხალხი ჩამოვთვალე. ამათ მერე მოდიოდნენ ისეთები, დღეს რომ უძლიერესებად ჩაითვლებოდნენ და ამინდს შექმნიდნენ მინდვრებზე.
არაა მთლად მასე.ბატისტუტა და შირერი სულ სხვა თაობაა,კიჭა ანრი ნისტელროი შევა ასევე სხვა თაობა და ზლატანი საერთოდ არაფერ კავშირშია მაგათთან.15 წლის წინ რაც შირერი იყო ეგეთი იბრა დღესაც არის.კონკრეტულ ათწლეულში ან ეპოქაში ვინ როგორი იყო ასე რომ გამოვყოთ ეგ არის ყველაზე სწორი.ვხვდები რისკენაც მიგყავს ეგ საუბარი ამიტომ პირდაპირ გეტყვი რომ მესი-რონალდუს ეპოქაში ბევრმა დიდმა ფეხბურთელმა ითამაშა რომელიც ამ ორის ფონზე არ გამოჩნდა.იგივე ფორვარდები იბრა სუარესი ლევანდოვსკი აგუერო ტევესი ეტოო დროგბა ტორესი ვილია რაული ანრი რუნი და ბევრი კიდევ ესენი სხვადასხვა დროს(ზოგი მთელი კარიერა) ყველა იყო მესი-რონალდუს ეპოქაში.ნახევარმცველებიდან ლამპარდი ბალაკი დეკუ ხავი ინიესტა ჯერარდი პირლო მოდრიჩი კროოსი კაკა ალონსო და ბევრი სხვა კიდევ.ასევე შემქმნელი შემტევები რიბერი რობენი ნეიმარი აზარი ან თუნდაც რონალდნიოც.მოკლედ არავიზე ნაკლები არ ყოფილა ეს ხალხი მაგრამ შთანთქა მესი რონალდუს დუეტმა,ასე რომ ვერავინ დამაჯერებს იმას რომ ბატისტუტა შირერი კრესპო და ასეთები რამეს იზამდნენ მესი-რონალდუს ჯახში და ვერც იმას იტყვის ვერავინ რომ მესი-რონალდუმ სუსტი ეპოქა დაიპყრო.ზიდანი-ფენომენის დუეტმა დაიპყრო ერთი ეპოქა რომელთა რეალური კონკურენტი იყო რივალდო-ფიგუ და მაგის შემდეგ რონალდინიომ გაიბრწყინა 3 წელი უკენკურენტოდ.ასე რომ არაფერში არ გამართლებია ამ დუეტს და არც ასეთი სტაბულური ყოფილან ისინი როგორიც ეს დუეტია ბოლო 15 წლის მანძილზე.თუ 28 წლის რონალდინიომ ან შევჩენკომ ფეხბურთს თავი დაანება ეგ არაა ამათი ბრალი.შევჩენკოს რომც არ დაენებებინა ვინ იქნებოდა ამ ორთან მაგრამ მაინც
პოგბა დებრუინი სილვა გრიზმანი გამომრჩა და ბევრი გამომრჩებოდა კიდევ.რა დონე არაა თუნდაც დღეს და მითუმეტეს როგორ არ იყო დონე ბოლო 15 წელში როცა ამ ორმა გაიბრწყინა
ფაბრეგასი ვანპერსი კავანი კაროჩე რა ბევრი იყო ძაან ბოლო 15 წელში მაღალი დონის ფეხბურთელი და ვინც იმას იტყვის რომ მესი-რონალდუმ სუსტი ეპოქა დაიპყრო არ იქნება მართალი
თუნდაც ფალკაომ 2-3 სეზონი იფრინა და ეჭვი მაქვს იმ ფალკაოს დონე ანრი-კიჭა-შევჩენკოს გარდა სხვა ვინმე ფორვარდი რომ ყოფილიყო იმ ეპოქაში
იგივე სტანკოვიჩი ჩანს ფოტოზე რომელიც იმ პერიოდის ინტერის ლიდერი იყო და სტანკოვიჩის დონის ფეხბურთელები ყრია დღეს.მესი-რონალდუს დუეტი მოწყდა ყველას და ამის გამო დაიჩაგრა სხვები.მაშინ თანაბარი დონე იყო უფრო რადგან გამოკვეთილი საუკეთესო არავინ იყო და ამიტომ გონია ზოგს რომ მაშინ უკეთესი ფეხბურთელები იყვნენ.კონკურენცია იყო მეტი რადგან არავინ არ იყო სხვაზე ბევრად მაგარი და არა დონე
ანრიმ რომ გაგაბუათ, მაშინ ბურთის მიმწოდებელი იყავი?