ფეხბურთი

10:53 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიაში შვიდმა გუნდმა ლიცენზია ვერ მიიღო

ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის სალიცენზიო კომიტეტმა მომდევნო სეზონისთვის ლიცენზია „სტანდრადს“, „მუსკრონსა“ და „ოსტენდეს“ არ მისცა. ამის შესახებ პრო ლიგის ვებგვერდი იტყობინება.

კლუბებმა ვერ შეძლეს საჭირო კატეგორიების დაკმაყოფილება და დამდეგ სეზონში ქვეყნის მთავარ ლიგაში ვერ ითამაშებენ. მეორე ლიგაში იგივე ბედი ოთხ გუნდს ეწია - „ლოკერენი“, „რუზელარე“, „ლომელი“ და „ვირტონი“.

კლუბებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება საარბიტრაჟო სასამართლოში აქვთ და თუ უარყოფითი შედეგი იქნება, პირველ სამოყვარულო დივიზიონში დაქვეითდებიან.

სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 10 მაისამდე უნდა მიიღოს. აქვე გეტყვით, რომ ხსენებული გუნდებიდან ლიეჟის „სტანდარდს“ მდიდარი ისტორია აქვს.

0.378183