ფეხბურთი

1:06 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ "ინტერი" უარყო

ლიონელ მესი „ბარსელონას“ დატოვებას და მილანის „ინტერში“ გადასვლა არ აპირებს. ამის შესახებ თავად არგენტინელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომელმაც ინსტაგრამის სთორიში TNT Sports-ის გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

„ტყუილია, ყალბი ინფორმაციაა. ასე ამბობდნენ „ნიუელს ოლდ ბოიზზეც“ და ასეთივე ტყუილია. კარგია, რომ ეს ცნობა ბევრმა არ დაიჯერა“, - წერს მესი.

შეგახსენებთ, ბოლო დროს მესის „ბარსელონადან“ „ინტერში“ შესაძლო გადაბარგებაზე საუბარი დაიწყო. თუმცა, ფეხბურთელმა ინფორმაცია არ დაადასტურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107574