ფეხბურთი

22:25 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიოს ციხიდან გათავისუფლება ვიდეო ზარით აცნობეს (+VIDEO)

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო და მისი ძმა ორიოდ დღის წინ ასუნსიოს ციხიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ლეგენდარულ მოთამაშეს მოსამართლე გუსტავო ამარილამ ვიდეო ზარის მეშვეობით გააცნო.

მოსამართლემ რონალდინიოს ჰკითხა, ხომ იყო თანახმა შინაპატიმრობაზე, რაზეც ორივე ძმისაგნ დადებითი პასუხი მიიღო.

შეგახსენებთ, რონალდინიო ერთი თვის წინ ასუნსიონში გაყალბებული პასპორტების გამო დააკავეს, ციხეში 32 დღე გაატარა და 1.6 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლეს.

ახლა ბრაზილიელი ძმები 4-ვარსკვლავიან სასტუმრო „პალმაროგაში“ იმყოფებიან, მაგრამ ციხისგან განსხვავებით იქ კომფორტი ნამდვილად არ აკლიათ.

თეგებირონალდინიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114455