კალათბურთი

22:59 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკული მედია: "მომდევნო სეზონიდან "ინდიანაში" ბითაძის ფუნქცია გაიზრდება"

„ინდიანა პეისერსში“ გოგა ბითაძის ფუნქცია და სათამაშო დრო მომავალი სეზონიდან გაიზრდება. ამის შესახებ გამოცემა 8Points9seconds-ი წერს.

„გოგა ბითაძე შეიძლება „ინდიანა პეისერსის“ განვითარების შემდეგ ნაბიჯი იყოს. ქართველი ამ სეზონში მაილს ტერნერისა და დომანტას საბონისის შემცვლელი იყო და რეალურად სათამაშო დრო მხოლოდ მაშინ ეძლეოდა, როცა ისინი დაღლილები ან ჯარიმებით დატვირთულები იყვნენ. თუმცა, მომდევნო სეზონიდან დიდი შანსია, რომ ნეით მაკმილანმა სტრატეგია შეიმუშავოს, რომ როტაციას უფრო მეტად მიმართოს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გოგა ბითაძისთვის 2019-2020 წლების სეზონი NBA-ში სადებიუტოა. ქართველი ცენტრი „ინდიანაში“ სეზონის შეწყვეტამდე საშუალოდ 8.4 წუთში, 3.1 ქულას, 2 მოხსნას, 0.4 პასს, 0.1 ჩაჭრასა და 0.7 დაფარებას აგროვებდა.

0.111816