ფეხბურთი

0:00 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: "ჩემს მეუღლეს კორონავირუსი ჰქონდა და ძალიან ცუდად იყო"

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, ბერნადინმა კორონავირუსი დაამარცხა. როგორც ნიდერლანდელი იხსენებს, ძალიან რთული პერიოდი გამოიარეს, მაგრამ ახლა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და მეუღლე კარგადაა.

„საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ეს არ იყო კარგი გამოცდილება. თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, მაგრამ ახლა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. თავიდან სუნთქვა უჭირდა, არ ჰქონდა სასიამოვნო შეგრძნება და გამოჯანმრთელებას დრო დასჭირდა.

უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩდით, საიდანაც გამოსვლა არ შეგვეძლო. ჩვენ გვყავს ძაღლი, რომელიც სასეირნოდ ჩვენს მეგობრებს მიჰყავდათ, რადგან მე გარეთ გასვლა არ შემეძლო. მივხვდი რამდენად საშიშია ვირუსი და სახლში დარჩენაა საჭირო. იმედია ეს ყველამ გააცნობიერა“, - უთხრა რობენმა Bild-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105086