„სან ხოსეს“ ქართველი მცველი გურამ კაშია MLS-ის ყველაზე აქტიურ მცველებში მოხვდა, თანაც ლიდერის პოზიციაზე. MLSSoccer-ის ცნობით, ქართველი 2019 წლის სეზონის დაწყებიდან დღემდე საუკეთესო შედეგით იწონებს თავს. თავიდანვე გეტყვით, რომ მხოლოდ ის მცველები შეაფასეს, რომლებმაც 2019 წლიდან მინიმუმ 2000 წუთი ითამაშეს.
სტატისტიკაში გათვალისწინებულია ბურთის ართმევის, დარტყმების დაბლოკვის, ჩაჭრისა და შეტევების მოგერიების მონაცემები.
შეგახსენებთ, კაშია „სან ხოსეს“ 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა. სხვათა შორის, იმავე გამოცემის სტატისტიკით, რამდენიმე დღის წინ 2019-2020 წლებში MLS-ის საუკეთესო დრიბლიორი ვაკო ყაზაიშვილია.