ფეხბურთი

16:22 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს თანაგუნდელი: "კარი ღიაა და არ გამიკვირდება "რეალში" თუ დაბრუნდება"

კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელმა პორტუგალიის ნაკრებიდან, ჟოზე ფონტემ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება თუ რონალდუ „რეალში“ დაბრუნდება. ფონტეს განცხადებით, მას „რეალი“ უყვარს და კარი ღიაა.

„ვიცი, რომ მადრიდი უყვარს და ეს სიმართლეა. ნორმალურია, რომ ასეა, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ უდიდეს გუნდზე, თუ არა ყველაზე დიდზე. მას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს იქ და კარი ღია დატოვა. შესაბამისად, არ გამიკვირდება რონალდუ თუ „რეალში“ დაბრუნდება“, - განაცხადა ფონტემ.

შეგახსენებთ, მადრიდის „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუ 2009-2018 წლებში თამაშობდა და კლუბის ისტორიაში 450 გოლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. პორტუგალიელი 2018 წლის ზაფხულში "იუვენტუსში" 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116985