სხვა

11:55 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზაირა ნარას რჩევები

არგენტინელი მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი ზაირა ნარა საკუთარ ყოველკვირეულ გადაცემაში ხშირად იწვევს ცნობილ ადამიანებს და არც სკანდალური ამბების ტირაჟირება ეშლება. თუმცა, გასულ კვირას რესპოდენტი არ მიუწვევია და საზოგადოებას ემოციური მონოლოგით წარუდგა.

როგორც აღმოჩნდა, სენიორიტა ზაირა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ პანდემიის შემდეგ ბევრი წყვილი შორდება ერთმანეთს და სწორედ ამიტომაც, მთელს მსოფლიოს მოუწოდა, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი კარჩაკეტილობა ცხოვრების გასააზრებლად გამოიყენონ და უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთურთს.

ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და ზაირას უჯობს ეს შეგონებები თავის ღვიძლ დას - ვანდა ნარას უთხრას. ვანდას - ყოფილ მოდელს, რომელიც დღეს არგენტინელი მობურთალის, მაურო იკარდის ცოლია და იმდენად შეაღონა სახლში ქმართან და შვილებთან ერთად გამოკეტვამ, რომ იძახის: ერთი ეს პანდემია დასრულდეს და ქმრის დანახვაც აღარ მომინდებაო...

0.117031