ფეხბურთი

12:53 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანე: "პრემიერლიგის ტიტულს თუ არ მოგვცემენ, დავეთანხმები, რადგან ეს ცხოვრების ნაწილია"

ინგლისური „ლივერპულის“ თავდამსხმელი სადიო მანე მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და პრემიერლიგის ტიტულის ვერმოგებას წელს შეეგუება.

სენეგალელი მზადაა, იგივე მომავალ წელს სცადოს, რადგან შექმნილი სიტუაციის სიმძიმე კარგად ესმის.

„ჩემი საქმე მიყვარს და მინდა მოედანზე გამარჯვება მოვიპოვო, მინდა პრემიერლიგის ტიტული წელს ავწიო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რა სიტუაციაა, ყველაფერი მესმის. ვიმეორებ, ჩემი ოცნება წელს ტიტულის მოგებაა,მაგრამ ყველაფერს მივიღებ, ეს ცხოვრების ნაწილია და შემდეგ სეზონში ვეცდებით“, - აღნიშნა მანემ Talk Sport-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე 11 ტურით ადრე „ლივერპულს“ უახლოეს მდევართან 25-ქულიანი უპირატესობა აქვს. თუმცა, არის საუბარი, რომ ინგლისში სეზონი თუ ვერ გაგრძელდება, შედეგები ანულირდეს.

ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პრემიერლიგა მაისის ბოლომდე არ განახლდება.

0.111299