„ლივერპულის“ შემტევი სადიო მანე დიდებული ადამიანი და უანგარო ქველმოქმედი რომ გახლვათ, არახალი ამბავია. ბრიტანული მედიის ცნობით, სამშობლოში მორიგ კეთილ საქმეს აკეთებს.
მანე სენეგალში საავადმყოფოს აშენებს, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაიხსნება და ადგილობრივ მაცხოვრებლებს უსასყიდლოდ მოემსახურება.
შეგახსენებთ, გასულ წელს სადიომ სენეგალში სკოლა ააშენა და თანამემამულეებს განათლების მიღებაში ეხმარება.