ფეხბურთი

1:17 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი და რონალდუ ერთ გუნდში: ესპანური მედია ჩაშლილ ტრანსფერზე ალაპარაკდა

უკანასკნელ ათწლეულში ლიონელ მესისა და კრიშტიანუს გაუთავებელი დუელი ფეხბურთის მთავარი ხიბლია. ერთმანეთის კონკურენცია ორივეს მუდამ აძლიერებდა და უმაღლესი მწვერვალებიც დაიპყრეს.

თუმცა, ბევრს ალბათ უნატრია, ან როგორც მინიმუმ ინტერესი ჰქონიათ, რომ ისინი ერთ გუნდში ეხილათ. როგორც ესპანური მედიიდან გახდა ცნობილი, ეს უტოპია სულაც არ ყოფილა.

Don Balon-ის ცნობით, 2008 წლის ზაფხულში, „რეალში“ გადასვლამდე ერთი წლით ადრე, კატალონიის „ბარსელონა“ საკმაოდ ახლოს იყო კრიშტიანუ რონალდუს ხელში ჩაგდებასთან და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა.

თუმცა, საბოლოოდ გარიგება არ შედგა, კრიშტიანუ ინგლისში დარჩა, ხოლო ერთ წელიწადში მადრიდის „რეალს“ მიაშურა და ისტორია „სამეფო კლუბის“ მაისურით დაწერა.

0.11265