ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მთავრობის მიერ დადგენილი წესები დაარღვია და ლონდონის ჩრდილოეთ მდებარე ერთ-ერთ პარკში, ტანგი ნდომბელესთან, დევინსონ სანჩესთან და რაიან სესენიონთან ერთად ივარჯიშა.
„განსაკუთრებულმა“ დაუყოვნებლივ გააცნობიერა საკუთარი შეცდომა და ბოდიშიც მოიხადა.
„ჩემი ქმედებები არ შეესაბამებოდა მთავრობის პროტოკოლს, ამას ვაღიარებ. კონტაქტი უნდა შემოიფარგლებოდეს, მხოლოდ ოჯახის წევრებთან. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიცვას წესები, რათა დაეხმაროს იმ გმირებს, რომლებიც ამდენი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. ბოდიშს ვიხდი“, - განაცხადა მოურინიომ.