ფეხბურთი

17:30 | 8.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს განახლების სავარაუდო სამი თარიღი ცნობილია

იტალიის სერია A-ს განახლების სავარაუდო თარიღები ცნობილია. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ლიგის ხელმძღვანელობა 24 მაისს, 31 მაისს და 7 ივნისს სეზონის განახლების ვარიანტებად განიხილავს.

საწვრთნელი პროცესი გუნდებმა შესაძლოა 20 დღეში დაიწყონ, ხოლო სეზონის დასრულება ივლისის შუა რიცხვებში ივარაუდება.

არაა გამორიცხული, რომ თავდაპირველად სეზონი უმაყურებლოდ განახლდეს. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109875