ფეხბურთი

16:07 | 8.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი მომავალზე არ ფიქრობს

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი ლაუტარო მარტინესის „კამპ ნოუზე“ მისვლის მომხრეა. ურუგვაელმა არგენტინელიც შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია.

„ლაუტარო ფეხბურთელია, რომელიც იტალიაში ძალიან გაიზარდა, არაჩვეულებრივი მოძრაობები აქვს და დიდი თავდამსხმელი გახდეს. ჩვენთან სიამოვნებით მივიღებთ, ჯანსაღი კონკურენცია საჭიროა.

ჩემი მომავლის შესახებ კი ჯერ კიდევ არაფერი ვიცი. ახლა ამაზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობ, ამ მომენტში კლუბთან არსებულ ჩემ კონტრაქტს პატივი უნდა ვცე“, - აღნიშნა სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112599