ფეხბურთი

1:59 | 8.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლოთარ მათეუსი: "ნოიერი "ბაიერნს" ზაფხულში დატოვებს"

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსი დარწმუნებულია, რომ მანუელ ნოიერი გუნდს დატოვებს.

„ნოიერი და ხუთწლიანი კონტრაქტი? მას სურს თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, მაგრამ 5 წელი ბევრია. ასეთი ხანგრძლივი კონტრაქტის დაჟინებით მოთხოვნას, რომელსაც არცერთი გუნდი არ დათანხმდებოდა, ძალიან მკაცრი სახე სჭირდება. მიმაჩნია, რომ მომდევნო სეზონში „ბაიერნის“ მეკარე ნოიერი აღარ იქნება“, - თქვა მათეუსმა.

შეგახსენებთ, მანუელ ნოიერი „ბაიერში“ 2011 წლიდან თამაშობს. გერმანელს კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, „რეკორდმაისტერი“ მას მხოლოდ ორი წლით განახლებას სთავაზობს, ხოლო ფეხბურთელი კონტრაქტს მინიმუმ 2025 წლამდე ითხოვს.

ბოლო დროს ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნოიერის შეძენას დამდეგ ზაფხულს ლონდონის „ჩელსი“ ეცდება.

0.112604