ფეხბურთი

22:18 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლოტიტო: "არ მესმის რატომ არ შეუძლიათ სპორტსმენებს ვარჯიში"

რომის „ლაციოს“ პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოსთვის გაუგებარია რატომ არ შეუძლიათ ფეხბურთელებს ვარჯიში. იტალიელი ამაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს და საწვრთნელი პროცესის დაწყებას ემხრობა.

„არავის სურს მოქალაქეების და მათი თანამშრომლების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, მაგრამ სპორტსმენებს აქვთ უკეთესი ფიზიკური მდგომარეობა, ვიდრე სხვებს. ისინი 24 საათი სამედიცინო შემოწმებას გადიან, ამიტომ არ მესმის რატომ არ უნდა ვივარჯიშოთ. არ არსებობს სამედიცინო პროტოკოლი, სადაც სხვაგვარადაა ნათქვამი. მე სრულად პატივს ვცემ სახელმწიფო წესებს, მაგრამ არ არსებობს სამედიცინო-სამეცნიერო მოსაზრება, რომ მოთამაშეთა საქმიანობა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ეს არ არის თამაში, ვარჯიში სამუშაო და თუ ქარხანაში მუშაკს შეუძლია წასვლა, ჩვენ რატომ არ ვვარჯიშობთ? იმედი მაქვს, რომ ვითარება გაუმჯობესდება, სპორტული ცენტრი იტალიაში ერთ-ერთი უდიდესია და ჰყავს სამედიცინო პერსონალი, რომ შეძლოს თავისი საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა ლოტიტომ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულაბმდე 12 ტურია დარჩენილი, „ლაციო“ კი ლიდერ „იუვენტუსს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება.

0.12216