ფეხბურთი

18:43 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" დავიდ სილვას ეპატიჟება

იტალიური „მილანი“ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ დავიდ სილვას ეპატიჟება. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, „როსონერის“ ხელმძღვანელობა ესპანელის აგენტს უკვე შეხვდა და ტრანსფერზე ისაუბრეს.

დეტალები ცნობილი არაა, მაგრამ სილვა „მანჩესტერ სიტის“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ეს უკვე გადაწყვეტილია. სწორედ ამიტომ, იტალიელებს მისი უფასოდ ხელში ჩაგდების შანსი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ დავიდ სილვა „ქალაქელთა“ რიგებში 2010 წლიდან თამაშობს და დღემდე ჩატარებულ 423 შეხვედრაში 73 გოლი გაიტანა.

0.11864