ფეხბურთი

17:54 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

28 მაისიდან 28 ივნისამდე - ლა ლიგის განახლების სავარაუდო თარიღები

ესპანეთის ლა ლიგის ხელმძღვანელმა ხავიერ ტებასმა პირინეის ნახევარკუნძულზე სეზონის განახლების შესაძლო ვარიანტებზე ისაუბრა. მანამდე კი, ტებასი ლიონელ მესის თემას შეეხო და სურვილი გამოთქვა, რომ არგენტინელი იტალიაში სათამაშოდ არ წავა.

„კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გლობალურია, მაგრამ ყველა ქვეყანაში განსხვავებულადაა. იტალიური ფეხბურთის დავალიანების დონე ძალიან მაღალია, ორმაგი, ვიდრე გერმანიასა და ესპანეთში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მესის იტალიაში გადაბარგება გამოსავლი არ იქნება. გლობალურად ვლაპარაკობ, თითოეულ კლუბს საკუთარი ისტორია აქვს. მინდა, რომ მესი ჩვენს ლიგაში დარჩეს, მაგრამ როდესაც კრიშტიანუ რონალდუ წავიდა, ყველამ თქვა, რომ ჩვენი შემოსავლები შემცირდებოდა, თუმცა ასე არ მომხდარა.

ლა ლიგის განახლება? ამ საკითხზე უეფასთან კონსულტაციებს გავდივართ. ამ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ სეზონი 28 მაისს, 6 ივნისს ან მაქსიმუმ 28 ივნისს განვაახლოთ. ახლა არ შეგვიძლია კონკრეტული და ზუსტი თარიღი დავასახელოთ. თუ სეზონს ვერ განვაალხებთ, ერთი მილიარდი ევრო იქნება, უმაყურებლოდ თამაშის შემთხვევაში 300 მილიონი, ხოლო მაყურებლებით ერთად მხოლოდ 150 მილიონს ვიზარალებთ“, - თქვა ტებასმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1134