ფეხბურთი

12:28 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანი: "ჩელსის" დავტოვებ, მაგრამ ევროპაში დავრჩები"

ლონდონის „ჩელსის“ დამდეგ ზაფხულს ვილიანი დატოვებს. 31 წლის ბრაზილიელის განცხადებით, კონტრაქტის გახანგრძლივება, რომელიც 30 ივნისს იწურება, ძალიან რთული იქნება.

ვილიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ბრაზილიაში დაბრუნებას არ გეგმავს და კარიერას ევროპაში გააგრძელებს.

„ჩელსიში“ რაღაც ფანტასტიკური ავაშენე, ძალიან მიყვარს ამ გუნდის გულშემატკივრები და ის ხალხი, ვინც იქ მუშაობს, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ყველამ იცის, რომ ჩემი კონტრაქტი რამდენიმე თვეში იწურება და მისი განახლება რთული იქნება.

კლუბმა მხოლოდ ორი სეზონით გახანგრძლივება შემომთავაზა, მაგრამ სამი მსურდა და მოლაპარაკებაც იქ დასრულდა, აღარ გაგრძელებულა. „ჩელსიმ“ მითხრა, რომ სამი სეზონით გაგრძელება შეუძლებელი იყო. ვნახოთ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, გამორიცხული არაფერია.

არ ვიცი რა მოხდება, თავისუფალი აგენტი გავხდები და მოლაპარაკება ნებისმიერ კლუბთან შემეძლება. ამ მონეტში ბრაზილიაში დაბრუნებაზე არ ვფიქრობ, ჩემი მიზანი ევროპაში დარჩენაა, მინდა კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშო უმაღლეს დონეზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კარიერა „კორინთიანსში“ დავასრულო“, - განაცხადა ვილიანმა.

შეგახსენებთ, რომ ვილიანი „ჩელსის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 329 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა. მანამდე ბრაზილიელი „ანჟიში“, „შახტარსა“ და „კორინთიანსში“ თამაშობდა.

0.125679