ფეხბურთი

11:03 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ჰეთ-თრიქი ბუნდესლიგაში: იაშვილის დაუვიწყარი თამაში "მგლებთან" (+VIDEO)

ბოლო დროს ტოპ ლიგებში ქართველი ფეხბურთელები პრაქტიკულად ვეღარ ხვდებიან და ამ ფუფუნებას გადავეჩვიეთ კიდეც. არადა, იყო დრო, როცა სერია A-ში, ბუნდესლიგაში და პრემიერლიგაში ჩვენებურები ერთდროულად თამაშობდნენ.

დღევანდელი გადმოსახედიდან მართლაც კარგი გასახსენებელია და ამავდროულად შესაძლოა გასაკვირიც იყო, მაგრამ ბუნდესლიგაში ქართული ჰეთ-თრიქიც შესრულებულა.

2003-2004 წლების სეზონის მე-12 ტურში „ფრაიბურგმა“ „ვოლფსბურგი“ 3:2 დაამარცხა და ეს მთლიანად ალექსანდრე იაშვილის დამსახურება გახლდათ. 2003 წლის 8 ნოემბერს, „იაშკამ“ „დრეისამშტადიონზე“ „მგლები“ არ დაინდო და სამჯერ დაამწუხრა, სამივე გოლი ეფექტური გამოუვიდა.

ქართველმა 31-და 33-ე წუთებზე შეძლო სიმონ იენტშის კარის აღება, ხოლო 76-ე წუთზე თავურითაც დაამწუხრა მეტოქე და მის გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა. სხვათა შორის, ის სეზონი იაშვილის კარიერაში ყველაზე გამორჩეული იყო, რადგან ბუნდესლიგაში 9 გოლი გაიტანა (30 მატჩში) და ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგი გახლვათ (უშუალოდ ბუნდესლიგაში).

0.125241