ფეხბურთი

0:37 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოგბამ შესაძლოა "მანჩესტერთან" კონტრაქტი გაწყვიტოს

პოლ პოგბამ შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაწყვიტოს. როგორც ფრანგული L’Equipe იტყობინება, ფეხბურთელს კონტრაქტის პუნქტის თანახმად შეუძლია ფიფას მიმართოს და ხელშეკრულება გაწყვიტოს.

პოგბას „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2 წელიწადში ეწურება, ფიფას წესებით კი, ფეხბურთელებს ამ ვადაში მისი გაწყვეტა ცალმხრივად შეუძლიათ.

ასეთ შემთხვევაში „მანჩესტერი“ მხოლოდ კომპენსაციის თანხას მიიღებს, ხოლო პოგბას სურვილისამებრ იმ გუნდში გადავა, სადაც მოისურვებს.

შეგახსენებთ, პოგბას „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვერცელდება. ყველაფერთან ერთად მის აგენტს, მინო რაიოლას ინგლისურ კლუბთან საკმაოდ ცუდი ურთიერთობა აქვს. პოლ პოგბას ყველაზე აქტიურად მადრიდის „რეალსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115337