ფეხბურთი

23:35 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სონი ჯარისკაცი გახდა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი ჰონ-მინ სონი სამხრეთ კორეაში სამკვირიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის. ახლა უკვე ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„კლუბი ადასტურებს, რომ სონი ამ თვეში სავალდებულო სამხედრო სამსახურს სამხრეთ კორეაში გაივლის. თავდამსხმელი სამშობლოში მარტის ბოლოს დაბრუნდა, სადაც ამჟამად კარანტინში იმყოფება. ფეხბურთელი ლონდონში მაისში დაბრუნდება, მას შემდეგ, რაც სამხედრო სამსახური დასრულდება“, - წერია ლონდონელთა ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სონის ჯარში გაწვევაზე საუბარი ადრეც იყო, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა ჯარისგან თავის არიდება დროებით მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111076