ფეხბურთი

21:48 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტომაზი: "ტოტიმ 40 წლამდე ჩემი წყალობით ითამაშა"

„რომასა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დამიანო ტომაზიმ განაცხადა, რომ ფრანჩესკო ტოტიმ 40 წლამდე მაღალ დონეზე მისი დამსახურებით ითამაშა.

„ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი, რომელიც „რომასთვის“ გამიკეთებია, ფრანჩესკო ტოტის 40 წლამდე თამაშია. 10 წელი მისთვის დავრბოდი, მე უნდა მერბინა და ის სხვა საქმეს აკეთებდა.

ჩემი კარიერის ყველაზე ემოციური მომენტი მძიმე ტრავმის შემდეგ „ფიორენტინასთან“ გოლით დაბრუნება იყო, ერთ წუთში. ეს იყო ის, რასაც მიჩვეული არ ვიყავი, ჩემი კარიერის ყველაზე ემოციური ორი წუთი იყო“, - თქვა ტომაზიმ.

შეგახსენებთ, რომ დამიანო ტომაზი „რომაში“ 1996-2006 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი „ლევანტესა“ და ქპრ-ში ირჯებოდა.

0.128822